ჩინეთის ხელისუფლება სირიის პრეზიდენტს გაეროს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებს.
"ჩინეთის მთავრობა სირიის ხელისუფლებისგან კოფი ანანის სამშვიდოობო გეგმის ფარგლებში, ცეცხლის შეწყვეტას და დასახლებული პუნქტიდან ჯარის გაყვანას დაუყოვნებლივ მოითხოვს"-განაცხადა ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლიუ ვეიმინმა.
სირიაში წელიწადზე მეტია, რაც ოპოზიციასა და სამთავრობო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. შეტაკებების შედეგად, რამდენიმე ათასი ადამიანია დაღუპული.

















