იემენში ყაზარმაზე თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 7 ჯარისკაცი დაიღუპა.
როგორც "ბი-ბი-სი" ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, შეირაღებული
თავდასხმა "ალ-ქაიდას" დაჯგუფებასა და ქვეყნის ჯარისკაცებს შორის დღეს მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 თავდამსხმელი და 11 მოქალაქე მოკლეს.
იემენის ხელისუფლების განცხადებით, მსგავსი შეტაკებების გამო ქვეყანაში უკვე 2 ათასაზე მეტი ადამიანია დაღუპული.

















