სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ქვეყნის ოპოზიციისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წერილობით გარანტიას ითხოვს.
ასადმა შექმნილი დაძაბული ვითარების დასარეგულირებლად ოპოზიციას შეჩერებისკენ მოუწოდა.
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა. გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია, რაც ოპოზიციასა და სამთავრობო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. შეტაკებების შედეგად, რამდენიმე ათასი ადამიანია დაღუპული.

















