ნიგერიის ქალაქ კადუნაში გუშინ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, 16-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი, დაიჭრა.
"ბი-ბი-სი-ს" ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაზიანდა აფეთქების ადგილის სიახლოვეს მდებარე ორი ეკლესიისა და სასტუმროს შენობები.
ქვეყნის ოფიციალური პირების ცნობით, არსებობდა გაფრთხილება, რომ აღდგომის დღეებში ამ რეგიონში თავდასხმები იგეგმებოდა.
ბოლო წლებში, რელიგიური კონფლიქტის შედეგად რეგიონში ბევრი ადამიანი დაიღუპა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

















