რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მეტროსადგურებთან ოპოზიციის აქტივისტები იკრიბებიან. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
მისი ინფორმაციით, ოპოზიციის სიმბოლოდ მიჩნეული თეთრი ლენტით რამდენიმე მოქალაქემ მეტროსადგურ „რევოლუციის მოედანის“ ტერიტორია თეთრი ყვავილებითა და საჰაერო ბურთებით მორთეს. პოლიციამ მათ მოუწოდა მეტროსადგურის გამოსასვლელები არ ჩაეკეტათ.
მანამდე, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენიმე მეტროსადგურთან „ფლეშ მობ შოუს“ მოაწყობდნენ, ხოლო ქალაქის ცენტრში „სახალხო მსვლელობა“ იგეგმება.

















