პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი 7 წლიანი მმართველობის განმავლობაში ინდოეთში პირველად ჩავიდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დასავლური მედიის ცნობით, ზარდარი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მანმოჰან სინგს შეხვდება.
ოფიციალური ინფორმაციით, ზარდარი ინდოეთში პირადი რელიგიური მიზეზით იმყოფება - მან ქალაქ რაჯასთანში მდებარე მნიშვნელოვანი ისლამური ტაძარი უნდა მოინახულოს. თუმცა, ვარაუდობენ რომ, ორი ლიდერის შეხვედრა ქვეყნებს შორის ურთიერთობების დათბობას და რიგ საკითხებში პროგრესის მიღწევას შეუწყობს ხელს.
პაკისტანის პრეზიდენტი ინდოეთში სამოგზაუროდ თავისი ოჯახის 25 წევრთან ერთად იმყოფება. მას თან ახლავს საკუთარი პოლიტიკური მემკვიდრე ვაჟიც.
2008 წელს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ურთიერთობის დათბობას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, მათ შორის დაძაბულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქაშმირის კონფლიქტური ზონა და პაკისტანის შეიარაღებული მოქმდებები ინდოეთის წინააღმდეგ, დღესაც გრძელდება.

















