ჰაიტიზე დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მომხდარის გამო 40-მა ადამიანმა სხეულის უმძიმესი დაზიანება მიიღო.
„ბი-ბი-სი“ ინფორმაციით, ავტობუსი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.
ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

















