გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და არაბული ლიგის წარმომადგენელი კოფი ანანი 11 აპრილს ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერს მაჰმუდ აჰმადინეჯადს სირიაში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ ეწვევა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დასავლეთი ირანს სირიის ლიდერის - ბაშარ ასადის მოკავშირედ მიიჩნევს, რადგან ირანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბაშარ ასადის მიერ დეკლარირებული რეფორმები სირიას კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.
ამასთან ირანი სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს.

















