არგენტინაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-ზე მეტმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
არგენტინიდან ბოლივიის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, ავარიის ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

















