„კომუნისტური“ პარტიის წევრები მოსკოვში დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“-ს ინფორმაციით, აქცია მერიასთან შეთანხმებული არ არის და ის არასანქცირებულია.
კომუნისტები რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელობას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. მათი პოზიციით, ნატო-სთან თანამშრომლობა და ალიანსისთვის ულიანოვსკის ბაზის ავღანეთის ოპერაციაში გამოსაყენებლად დათმობა, სხვა არაფერია თუ არა ქვეყნის ღალატი.
რუსეთის გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქცია კი, მოსკოვში პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს - 6 მაისს იგეგმება.

















