ავღანეთში ნატო-ს ავტომობილებისთვის განკუთვნილი ნავთობგადამზიდავი აფეთქდა, რომლის შედეგადაც 7 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, ინციდენტი ავღანეთის კანდაგარის პროვინციაში მოხდა. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

















