გაეროს სპეცწარმომადგენელი კოფი ანანი სირიის ხელისუფლებას ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის ვადებს უწესებს.
ანანის თქმით, სირიის კრიზისი იმ შემთხვევაში
დასრულდება, თუკი ასადი 10 აპრილამდე დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს.
მისივე განცხადებით, 12 აპრილს ადგილობრივი დროით 6 საათზე ცეცხლი უნდა შეწყდეს.
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი უკვე ესაუბრა სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დერაასა და ჰამასში შეტაკებები ისევ გრძელდება, რის გამოც ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანა მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა დატოვა.
კოფი ანანის გეგმა მძიმე სამხედრო ტექნიკისა და სამთავრობო ჯარების გაყვანას, მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ჟურნალისტების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია, რაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

















