პარტია "დრუგაია რასიას" წევრებმა მოსკოვში გუშინ არასანქცირებული დემონსტრაცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელობა ღალატში დაადანაშაულეს.
მათი განცხადებით, ნატო-სთან თანამშრომლობა და მისთვის ულიანოვსკის ბაზის დათმობა ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში გამოსაყენებლად, სხვა არაფერია თუ არა ქვეყნის ღალატი.
საპროტესტო აქცია შეერთებული შტატების საელჩოსთანაც გაიმართა.
ორივე აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
სანქცირებული ფართომასშტაბიანი აქცია მოსკოვში პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს 6 მაისს იგეგმება.

















