გაერო-ს სპეცწარმომადგენელი კოფი ანანი სირიაში სამშვიდობო პროცესის ფარგლებში მომავალ კვირაში თეირანს ეწვევა. იუწყება "ბი-ბი-სი".
სირიის ხელისუფლებამ დღეს კოფი ანანს აცნობა, რომ სირიის ზოგიერთი რეგიონიდან ჯარების გაყვანა უკვე დაწყებულია. ეს ინფორმაცია გაერო-ს სპეცწარმომადგენლის პრესსმდივანმა გაავრცელა.
კოფი ანანის გეგმა მძიმე სამხედრო ტექნიკისა და სამთავრობო ჯარების გაყვანას, მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ჟურნალისტების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია, რაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

















