რუსეთი გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს თუ ეს გეგმა ფარული ულტიმატუმის სახით არ იქნება.
ეს განცხადება რუსეთის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. იუწყება "ბი-ბი-სი".
"თუ შესაძლებელია კიდევ ერთხელ იქნას მიღწეული კონსესუსი სირიის ხელისუფლებასთან, რომელიც მიმართული იქნება სირიაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის განხორციელებისთვის და არა ფარული ულტიმატუმისკენ, ჩვენ მხარს დავუჭერთ მას"-განაცხადა ლავროვმა.
როგორც ცნობილია, გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში კოფი ანანი სამშვიდობო გეგმის საკითხების განსახილველად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს რამდენიმე კვირის წინ შეხვდა.

















