ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ირანმა ბირთვული უსაფრთხოების გეგმის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა ამ პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარებისა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები მუდმივად ვერ გაგრძელდება.
ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე თვეში კიდევ ერთი საერთაშორისო მოლაპარაკება იგეგმება.

















