ამერიკის შეერთებულ შტატებში ოკლაჰომას შტატს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა.
ძლიერმა ქარმა სტიქიის ზონაში ათობით საცხოვრებელი სახლი დაანგრია, ასევე დააზიანა სოფლის მეურნეობის ნათესები.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე, უცნობია ინფორმაცია ზარალის შესახებ.

















