იემენის ხელისუფლებამ ალ-ქაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი რამდენიმე მეამბოხე გაანადგურა.
იემენის სამხედრო უწყების ინფორმაციით, სამდღიანი საავიაციო და სახმელეთო ოპერაციის შედეგად, სამთავრობო ჯარებმა დღეს კონტროლი დაამყარეს ლაჰჯის პროვინციის მთიან ალ-რაჰას რაიონზე.
აღნიშნული ოპერაცია პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზებზე მეამბოხეთა მოულოდნელ იერიშებს მოჰყვა.
პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად ალ-ქაიდის მებრძოლებმა იემენის სამხრეთში პოზიციების გამყარება მოახერხეს. თუმცა, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა აბდრაბი მანსურ ჰადიმ პირობა დადო, რომ ალ- ქაიდის წინააღმდეგ ბრძოლა მისი ხელისუფლების პრიორიტეტია.

















