იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს ძლიერ ქარიშხალს ელოდებიან.
ამ მიზეზით გაუქმდა ასობით ავიარეისი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, ათობით ათასმა
იაპონელმა ადრე დაასრულა სამუშაო დღე - ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ქარიშხალი, რომელიც იაპონიის ზღვაში წარმოიქმნა, ქვეყანას გადაუვლის და ტოკიოში მისი სიჩქარე 90 კმ იქნება საათში.
აღსანიშნავია,რომ მსგავსი ძლიერი ქარიშხალი იაპონიაში 1959 წლიდან აღარ განმეორებულა.

















