რუსეთის დიპლომატიური უწყება უკმაყოფილოა სირიაში ოპოზიციის დაფინანსების თაობაზე "სირიის მეგობართა ჯგუფის" გადაწყვეტილებით.
"სირიის მეგობართა ჯგუფი" ამ საკითხზე სტამბოლის შეხვედრაზე შეთანხმდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ მეგობართა ჯგუფის ეს განზრახვა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ეწინააღმდეგება.
სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებს შორის არც სირიის მთავრობა და არც ოპოზიციის განსხვავებული ჯგუფები არ იყვნენ წარმოდგენილი და შეხვედრა ცალმხრივი იყო.
სტამბოლში "სირიის მეგობართა ჯგუფის" მეორე შეხვედრა 1 აპრილს გაიმართა.

















