ავიაკომპანია „უტაირის“ თვითმფრინავი, რომელიც რუსეთის ტიუმენის ოლქიდან სურგუტში რეისს ასრულებდა, აფრენის დროს ჩამოვარდა.
ტიუმენის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ლაინერის ბორტზე 39 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად 32 მგზავრი დაიღუპა, ხოლო 11 გადარჩა. გარდაცვლილია თვითმფრინავის ეკიპაჟის ყველა წევრი.
მაშველთა მონაცემებით, გადარჩენილებმა სერიოზული ტრავმები და დამწვრობა მიიღეს.
სამართალდამცავთა განცხადებით, თვითმფრინავის ნაწილები სოფელ გორკოვკასთან, საავტომობილო გზიდან 2 კილომეტრის რადიუსში იპოვეს.
ავიაკომპანია „უტაირის“ თვითმფრინავი АTR-72 ტიუმენიდან სურგუტის მიმართულებით მიფრინავდა, ის რადარიდან მოსკოვის დროით 5.35 წუთზე გაუჩინარდა.

















