ესპანეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის შეთავაზებულ ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.
"ბი-ბი-სი" ინფორმაციით, პროექტი მკაცრი ეკონომიკური ზომების ფარგლებში შრომის კანონის რეფორმირებას ითვალისწინებს. ასევე, წლის განმავლობაში, გადასახადები გაიზრდება და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები შემცირდება.
ახალ ინიციატივას უკვე მოჰყვა მასობრივი გაფიცვა, რომელიც ბარსელონასა და მადრიდში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მთავრობა კი, აღებული კურსიდან გადახვევას არ აპირებს, ვინაიდან ეს ევროკავშირის მოთხოვნაა.
ბოლო პერიოდში, ესპანეთი სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშეა.

















