მოსკოვში პუშკინის მოედანზე ე,წ „პანკ გოგონების“ გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციური ძალების მიერ არასანქცირებული აქცია გრძელდება.
აქციის ორგანიზატორის სერგეი უდალცოვის განცხადებით, აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა.
„ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე დაკავებული გოგონების გათავისუფლებას და კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვას ითხოვს, რომელიც მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლად ჩატარების უზრუნველყოფას გულისხმობს. აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მასშტაბური სანქცირებული აქცია მოსკოვში 6 მაისს, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისსაა დაგეგმილი.

















