იემენში „ალ-ქაიდას“ ბოევიკებთან შეტაკების შედეგად 15 ჯარისკაცი დაიღუპა.
როგორც „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, შეირაღებული დაპირისპირება „ალ-ქაიდას“ დაჯგუფებასა და ქვეყნის ჯარისკაცებს შორის დღეს მოხდა. შემთხვევის შედეგად „ალ-ქაიდას“ 8 ბოევიკი და იემენის 15 ჯარისკაცი იქნა მოკლული.
იემენის ხელისუფლების განცხადებით, მსგავსი შეტაკებების გამო ქვეყანაში უკვე 2 ათასამდე ადამიანია დაღუპული.

















