ბრიუსელში ევროკავშირმა და უკრაინამ „ასოცირების ხელშეკრულების“ პარაფირება მოახდინეს.
ცერემონიას უკრაინიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ კლიმკინი, ევროკავშირის მხრიდან კი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიროსლავ ლაიჩაკი ესწრებოდნენ.
როგორც ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა, „დოკუმენტის პარაფირება პირველი ნაბიჯია, ხოლო მისი ხელმოწერა და დამტკიცება კი - უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული.
როგორც ცნობილია, 30 მარტს პარაფირებული „ასოცირების შეთანხმება“ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის პირობებს და მის ჩარჩოებს გულისხმობს. ამასთან, მასში არაფერია ნათქვამი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

















