სირიის ქალაქ იალაში ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტმა კი სხეულის სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ ავრცელებს ადგილობრივ სამართალდამცველთა განცხადებაზე დაყრდნობით.
აფეთქება ქალაქის სხვადასხვა ნაწილში 3 ადგილას ერთდროულად განხორციელდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სირიაში წელიწადზე მეტია ოპოზიციასა და სამთავრობო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. საომარი მოქმედებების შედეგად უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია დაღუპული.

















