რუსეთში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მაიკლ მაკფოლის განცხადებით, თეთრმა სახლმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჩივრის წერილით მიმართა.
„ბი-ბი-ბის“ ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატმა მაკფოლმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა წერილი იმის შესახებ, რომ რუსული ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე-ს“ ჟურნალისტები მისი ნებისმიერი ნაბიჯის შესახებ ფლობენ ინფორმაციას, მათ შორის ისეთს, რომელიც საელჩოს პრესსსამსახურს არ გაუვრცელებია.
აშშ-ს ელჩი დაინტერესდა იმის შესახებ თუ ვინ აწვდის ჟურნალისტებს მისი შეხვედრების განრიგს.

















