ალექსეი ბენედიქტოვი რადიო „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორის პოსტზე მინიმუმ 2014 წლამდე დარჩება.
ამის შესახებ კომპანიის აქციონერებმა სპეციალურ შეხვედრაზე განაცხადეს.
აქციონერთა საგანგებო სხდომაზე დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობაც დამტკიცდა.
’’ეხო მოსკვის“ დირექტორთა საბჭოს დაშლაზე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიციური მიმართულების გამო, „ეხო მოსკვიზე“ ზეწოლა ხორციელდებოდა. კრემლში ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ.
„ეხო მოსკვის“ მმართველმა ,,გაზპრომმა“ რადიოკომპანიაში ცვლილებების განხორციელება თებერვალში დაიწყო.

















