ირანის მთავრობამ საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" თეირანში აკრედიტაცია გაუუქმა.
"ეხო მოსკვი"-ს ცნობით, ირანის ხელისუფლების უკმაყოფილება სააგენტოს მიერ ქალების
საბრძოლო ხელოვნებაში მომზადებაზე გავრცელებულმა სიუჟეტმა გამოიწვია.
ირანის კულტურისა და ისლამური მართვის სამინისტროდან საინფორმაციო სააგენტოს თეირანის ბიუროს ხელმძღვანელს დაუკავშირდნენ და აკრედიტაციის გაუქმებაზე შეატყობინეს.
,,როიტერის" მთავარი რედაქტორი ირანის მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და იმედოვნებს, რომ სააგენტოს აკრედიტაციას აღუდგენენ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სააგენტოს მიერ მომზადებულ სიუჟეტში გარკვეული უზუსტობები იყო.

















