მოსკოვის მეტროპოლიტენში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
ამის მიზეზი კი, მეტროში შესაძლო აფეთქებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაა.
"ეხო მოსკვი"-ის ცნობით, გაძლიერდა სადგურების დაცვა და მეტროპოლიტენში კინოლოგებიც მუშაობენ.
გუშინ მეტროსადგურ "მედვედკოვოსთან" პოლიციელთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მივიდა და განაცხადა, რომ დღეს, 28 მარტს მეტროში აფეთქება მოხდებოდა. მას დრო და კონკრეტული სადგური არ დაუსახელებია.
ამასთან, დღეს მეტროპოლიტენის სამორიგეოს ტელეფონით უცნობი დაუკავშირდა და აფეთქების მზადების შესახებ აცნობა.