რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა საქართველოს ხელისუფლება რუს
ხალხთან მეგობრობაზე "თვალთმაქცურ ლაყბობაში" დაადანაშაულა.
ლუკაშევიჩის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე როდიონოვი რომელიც საქართველოში საქმიანი მიზნით ჩაფრინდა, თბილისის საერთაშორისო აერპორტში 17 თებერვალს დააკავეს. ლუკაშევიჩის განმარტებით, მისი დაკავება "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის" საფუძველზე მოხდა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, როდიონოვის გათავისუფლებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი განაცხადა და მას 40 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს შემდეგი სხდომა 2 აპრილს არის დანიშნული.
რუსი დიპლომატის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქესთან საკონსულოს წარმომადგენლის დაშვების საკითხით დაკავებულია საქართველოში შვეიცარიის სალჩოს რუსეთის ინტერესების სექცია, თუმცა, რუსული მხარის ყველა მიმართვა ამ დროისთვის უპასუხოდ რჩება.
"საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს როდიონოვის დაკავების ფაქტის და მისთვის წაყენებული ბრალდების ოფიციალურად დადასტურებას. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები"- განაცხადა ლუკაშევიჩმა.

















