სირიაში პარტიზანული შეტაკებები გრძელდება, გარდაცვლილთა რიცხვი კი - სულ უფრო იზრდება. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
გავრცელდა ინფორმაცია პრეზიდენტ ბაშარ ასადზე თავდასხმის შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სირიის პრეზიდენტი ცოცხალია და მას საფრთხე არ ემუქრება. ასადი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
არაბული ტელეკომპანია "ალ მანარის" ცნობით, ბაბ ამრას რაიონში, რომელიც შეტაკებების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ათასობით ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
სირიაში არეულობა წელიწადზე მეტია გრძელდება.

















