2013 წლის იანვრიდან ტალინის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რია ნოვოსტი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 20-25 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე, საკუთარი მოსაზრება ესტონეთის დედაქალაქის მოსახლეობის 75,5%-მა დააფიქსირა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 68 060-მა მოქალაქემ მიიღო.
ქალაქის მერის ედვარდ სავისაარის განმარტებით, სიახლე მოსახლეობაზე, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ოჯახებზე დადებითად აისახება.

















