რუსეთსა და ბელორუსს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ
მოსკოვსა და მინსკს შორის დღეს შეწყვეტილი ავიამიმოსვლა 29 მარტამდე განახლდება. ამის შესახებ ინფორმაცია "ბი-ბი-სიმ" გაავრცელა.
"ბელავიას" გენერალური დირექტორის ანატოლი გუსაროვის განცხადებით, ფრენები ხუთშაბათამდე განახლდება, შემდეგ კი, ისევე შეჩერდება.
ინფორმაცია ავიარეისების შეწყვეტის მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.
როგორც ცნობილია, დღეს მოსკოვიდან მინსკის მიმართულებით დაგეგმილი ფრენა არ განხორციელდა.
საპასუხოდ, ბელორუსის "ბელავიას" საავიაციო ხელმძღვანელობამ ყველა რუსული ავიაკომპანიის, მათ შორის, ავიაგადამზიდავების ფრენის ნებართვა შეაჩერა.

















