თურქეთმა სირიის დედაქალაქ დამასკოში უსაფრთხოების მიზნით საელჩო დახურა.
თურქეთის საელჩომ სირიაში დღეს დილით მუშაობა იფიციალურად შეწყვიტა - ნათქვამია
საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, საელჩოები სირიაში ამერიკამ, ბრიტანეთმა, კანადამ, იტალიამ, საფრანგეთმა, ყატარმა და ფინეთმაც დახურეს.
როგორც ცნობილია, სირიაში წელიწადზე მეტია ანტისახელისუფლებო გამოსვლები მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 8000- ადამიანს გადააჭარბა, ათასობით კი, დევნილად იქცა.

















