საფრანგეთის სამხრეთით, ტულუზას ქუჩებში ათასობით ადამიანი მდუმარე აქციაზე შეიკრიბა.
აქციის მონაწილეებმა ებრაულ კოლეჯთან ყვავილები მიიტანეს.
მათ ქვეყნის ერთიანობის გამოხატვის მიზნით საფრანგეთის დროშის ე.წ სტიკერები ჰქონდათ მიმაგრებული.
ებრაული კოლეჯის 3 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი რამდენიმე დღის წინ, 23 წლის ტერორისტმა მუჰამედ მერამ მოკლა. ტერორისტი საკუთარ სახლში, პოლიციის მიერ სპეცოპეარციის დროს იქნა ლიკვიდირებული.

















