ჩილეში 7,2 მაგნიტუდის სიმძლვარის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამის საფრთხე წარმოშვა.
"ბიბისის" ინფორმაციით, საფრთხის გამო სანაპირო რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
მიწისძვრის მსხვერპლისა და დაზარალებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
ჩილეში 2010 წელს დამანგრეველი, 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

















