გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში კოფი ანანი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
"ამ დროისთვის ანანის მისიას სირიაში მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი საჭიროა თუ არა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხრიდან დამატებითი რეაქცია. არ არსებობს არანაირი "დედლაინი". დავაკვირდეთ როგორ განვითარდება სირიაში ვითარება" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენადი გატილოვმა.
კოფი ანანი მოსკოვში რუსული მხარის მიწვევით ჩავიდა.

















