რუსეთის დედაქალაქში ვასილევსკის ფერდობზე პოლიციამ არასანქცირებული მიტინგის მოწყობის მცდელობისთვის 30 მოქალქე დააკავა. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, ყველა დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია.
მოძრობა "სოლიდარობის" წარმომადგენლის ოლგა შორინას განცხადებით, მოძრაობის 33 წარმომადგენელი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ისინი წითელი მოედნის მახლობლად ტანისამოსზე მიკრული თეთრი ლენტებით სეირნობდნენ. "დაკავების მიზეზი უცნობია - შეიძლება ითქვას, ისინი იქ მხოლოდ ტრადიციულად სეირნობდნენ" - აღნიშნა მან.
მისივე განმარტებით, 16 დაკავებული მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოში წაიყვანეს. "სად იმყოფებიან დანარჩენები უცნობია" - განაცხადა შორინამ.

















