აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორის მდებარე დემილიტარიზებულ ზონას სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დაწყების წინ ეწვია.
ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.
მათი, ცნობით ობამა სამხრეთ კორეის სასაზღვრო საგუშაგო პოსტიდან ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გადაადგილებას 10 წუთის განმავლობაში ბინოკლით აკვირდებოდა.
პრეზიდენტი ობამა დემილიტარიზებულ ზონასთან მდებარე ამერიკის სამხედრო ბანაკში სიტყვითაც გამოვიდა. მან ამერიკელ სამხედროებს განუცხადა, რომ ისინი "თავისუფლების საზღვართან" იმყოფებიან.
ექსპერტებმა აშშ-ს პრეზიდენტის დემილიტარიზებულ ზონაში ვიზიტს უკვე მისცეს შეფასება. მათი თქმით, ამერიკამ სამხრეთ კორეის მიმართ აგრესიულად განწყობილ ჩრდილოეთ კორეას ამით გამაფრთხილებელი ნიშანი მისცა.
ობამა სამხრეთ კორეაში სეულში დაგეგმილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა. სამიტი 27-28 მარტს გაიმართება.

















