ბირთვული უსაფრთხოების სამიტში, რომელიც 26 და 27 მარტს სამხრეთ კორეაში გაიმართება, მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავცელებს.
სეულში შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაქ ობამა უკვე გაემგზავრა. კორეაში იმყოფება გაეროს გენერალური მდივანი ბან გი მუნი, რომელიც უკვე შეხვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მენ ბაკს.
სამიტზე მსოფლიო ლიდერები ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხსაც განიხილავენ.

















