გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში კოფი ანანი მოსკოვშია.
რუსული მედიის ინფორმაციით, ანანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა სირიის პრობლემა იქნება.
გაეროს უშიშროების საბჭომ 21 მარტს ერთხმად დაუჭირა მხარი კოფი ანანის გეგმას სირიასთან მიმართებაში, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებისკენ მოუწოდებს.
იქიდან გამომდინარე, რომ გეგმას იურიდიული ძალა არა აქვს, ანანი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს მოუწოდებს ნებაყოფლობით ითანამშრომლოს მასთან, რათა შექმნილი რთული ვითარება ერთობლივად დაძლიონ .

















