მოსკოვში, პუშკინის მოედანზე ოპოზიციური ძალების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორის სერგეი უდალცოვის განცხადებით, საპროტესტო აქცია პრეს-კონფერენციის ხასიათსაც ატარებს.
როგორც მან "ეხო მოსკვის"-თვის მიცემულ ინტევიუში განაცხადა," მიმდინარე კვირაში ხალხს შესაძლებლობა ეძლევა დაფიქრდეს, თუ რა ფორმით ურჩევნიათ მომქმედ ხელისუფლებასთან დაპირისპირება, რათა მომდევო აქცია,რომელიც 1 მაისსაა დანიშნული უფრო მასშტაბური და შედეგის მომტანი აღმოჩნდეს."
აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

















