ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის მიერ სირიის, ირანისა და ბელორუსის მმართველი რეჟიმების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს მიესალმება.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მისივე თქით, ეს სანქციები ძალიან კარგი ნაბიჯია სირიის მმართველი რეჟიმის დასამხობად.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გუშინ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებების თანახმად, სანქციები დაუწესდა სირიის, ბელორუსიისა და ირანის მმართველ რეჟიმებს.
სანქციები ევროკავშირის ქვეყნებში მიმოსვლის აკრძალვას გულისხმობს. ამასთან, საბანკო ანგარიშები გაეყინა სირიის პრეზიდენტის - ბაშარ ალ-ასადის მეუღლეს და სირიის 10 მოქალაქეს.

















