სომხეთის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის 6 მაისს სომხეთში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვებისთვის 9 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს.
სომხეთის პარლამენტში სულ 131 ადგილია, მათგან 41 მაჟორიტარია.
სომხეთი საკანონმდებლო ორგანოს 5 წელიწადში ერთხელ ირჩევს.

















