ღორის გრიპის ვირუსით ინდოეთში 12 ადამიანი გარდაიცვალა.
აღნიშნული ვირუსით ინდოეთში დღეისთვის დაახლოებით 130 ადამიანია ინფიცირებული და
შესაბამის მკურნალობას გადის.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს ინდოეთში ღორის გრიპის ვირუსმა 450 ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, მკურნალობას დაექვემდებარა.

















