სირიის სამთავრობო ძალები თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ბინეშს უტევენ. უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში ტანკები შევიდნენ და ცეცხლი
უმისამართოდ გახსნეს.
როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, თურქეთის მოსახლეობაში პანიკაა.
სირიის სამთავრობო ძალებს ბინეშის აღების მცდელობა რამდენიმე თვის წინაც ჰქონდათ, თუმცა, ოპოზიციამ ქალაქის დაცვა მოახერხა.
სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნით, ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. უფლებადამცავი ორგანიზაციების ინფორმაციით, არეულობას 8000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ათასობით კი - დევნილად იქცა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა გუშინ ქალაქი - ჰამა დაბომბეს.

















