გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის გეგმას მხარი დაუჭირა.
ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სირიაში გაერო-ს სპეცწარმომადგენელი კოფი ანანი სირიის ხელისუფლებას და ოპოზიციას ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებისკენ მოუწოდებს.
BBC ინფორმაციით, კოფი ანანი გაერო-ს სპეციალურ წარმოადგენლად დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნა.
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან წასვლის მოთხოვნით, დემონსტრანტებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე წელიწაზე მეტია მიმდინარეობს.
არეულობას 8 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით დევნილად იქცა.

















