მალის დედაქალაქ ბამაკოში არმიამ ტელევიზიის შენობაზე იერიში მიიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა გუშინ ტელევიზიის შენობასთან ჰაერში
უმისამართო სროლა მაშინ დაიწყეს, როდესაც ტელევიზიაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა.
მალის არმია ქვეყნის ჩრდილოეთში ტუარეგ მეამბოხეებს ებრძვის. ქვეყნის პრეზიდენტის სასახლე არეულობის გამო გაძლიერებული დაცვის ქვეშაა.
მალიში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება.

















