აშშ-ის კონგრესში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი შევიდა.
პროექტის ავტორები რესპუბლიკელი სენატორი მარკ კირკი და სენატორი რობერტ მენენდესი არიან.
"სომხების გენოციდი კარგად დოკუმენტირებულია და ეს ნატო-სა და ევროკავშირის 11-მა მოკავშირე ქვეყანამ აღიარა" - განაცხადა კირკმა.
როგორც ცნობილია, კონგრესში ამ საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირების მცდელობას არაერთხელ ჰქონდა ადგილი, თუმცა, უშედეგოდ.

















